სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ აცხადებს ,,ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის“ ვაკანსიას.
აპლიკაციის/განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 5 თებერვალი
განათლება:
ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, სპეციალურ განათლებაში ან ოკუპაციურ თერაპიაში და სულ მცირე ერთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სპეციალურ/ინკლუზიურ განათლებაში ან სსს/შშ მქონე პირთა რეაბილიტაციის/მხარდაჭერის ან განათლების სფეროში
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
სამუშაო გამოცდილება:
მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც. უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში.
დამატებით აქვს პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;
ფუნქციები და მოვალეობები:
კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა პროფესიული განათლების მხარდაჭერა, კერძოდ:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის მიზნით;
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების და ჩართვის პროცესში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასება მათი პროფესიული ინტერესების, წინა პროფესიული უნარ–ჩვევების განსაზღვრის მიზნით და პროფესიული ორიენტაციის უზრუნველყოფა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან თანამშრომლობით;
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება და სასწავლო პროცესისა და გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფა (მაგ.: სასწავლო მასალის ადაპტირება, გარემოს მორგება, დამატებით მხარდაჭერის გაწევა, გამოცდების მორგება და სხვა) პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობთ; საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტთათვის სწავლისას და სამეწარმეო პრაქტიკისას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის კადრთან ერთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და სხვა);
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ბაზების წარმოება (მაგალითად პორტფოლიო, დასაქმების ბაზა და სხვა);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების პროცესთან დაკავშირებით;
საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემაში გადასვლის (ტრანზიციის) პროცესში;
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი და პოპულარიზაციის ხელშემწყობი აქტივობების ინიცირება და განხორციელებაში მონაწილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
პროფესიული სასწავლებლის სხვა სპეციალისტებთან, პოტენციურ დამსაქმებელთან და სხვადასხვა დაკავშირებულ უწყებასთან თანამშრომლობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა;
დამატებითი ცოდნა:
„საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“; „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“
სასურველი უცხო ენა: ინგლისური/რუსული ენა
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ავტობიოგრაფია/რეზიუმე;
სამოტივაციო წერილი;
სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან;
პირადობის მოწმობის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი);
კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები
ანაზღაურება:
თვეში - 600 ლარი;
ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
კონკურსის ეტაპები
განცხადებების/CV გადარჩევა
გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
კონკურსს ჩაატარებს საზოგადოებრივი კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).
გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge. ელ-ფოსტის სათაურის თემა - "Subject"ში ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება. |