სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ აცხადებს ,, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტის“ ვაკანსიას.
აპლიკაციის/განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 5 თებერვალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველი პროფესია: სპეც. მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოც.მუშაკი
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი/მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება სოც. უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, განათლების ან ინკლუზიური განათლების სფეროში. დაიშვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან აღმზრდელად ან ძიძად მუშაობის გამოცდილების მქონე პირები.
მინიმალური კომპეტენცია: „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“
სასურველი უცხო ენა: ინგლისური/რუსული ენა
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა კოლეჯში განათლების მიღების დროს/ან სამეწარმეო პრაქტიკის განხორციელებისას;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თვით მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაში დამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად;
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია) განხორციელების პროცესში;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების განხორციელება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (პროფესიული განათლების მასწავლებელთან და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით;
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისში ორგანიზებულ 14 დღიან ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
დამატებითი ინფორმაცია
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების საქმეში;
აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ავტობიოგრაფია;
სამოტივაციო წერილი;
სარეკომენდაციო წერილი წინარე დასაქმების ადგილიდან;
პირადობის მოწმობის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი);
კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები
ანაზღაურება:
თვეში - 450 ლარი;
ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
კონკურსის ეტაპები
განცხადებების/CV გადარჩევა
გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
კონკურსს ჩაატარებს საზოგადოებრივი კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).
გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge. ელ-ფოსტის სათაურის თემა - "Subject"ში ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება. |