ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2020 წლის 30 ივლისს, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს (National TVET Award) კონკურსი 2017 წლიდან ტარდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელშეწყობით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
კონკურსი ავლენს და აჯილდოებს იმ წარმატებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან პროფესიულ განათლებაში, მათ შორის, საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო მასწავლებელს, საუკეთესო პროფესიულ დაწესებულებასა და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ზემოაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა კოლეჯის 'ფაზისი' პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა" პროფესიული სტუდენტი (ამ ეტაპზე კურსდამთავრებული)
 ߑ·ვალენტინა ზიბზიბაზე. მას სიგელი და მატერიალური ჯილდო გადაეცა.
ߑ
ვულოცავთ ვალენტინას ამ წარმატებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას!