გუშინ 20 ივნისს, სსიპ კოლეჯში "ფაზისი", ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების, პრევენციული ღონისძიებებისა და რეკომენდაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვიზიტი განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, კოლეჯმა წარმატებით გაიარა შემოწმების ეტაპი და დადებითი შეფასება მიიღო.