კოლეჯში ზუმის პლატფორმაზე ონლაინ შეხვედრა მოეწყო.
სსიპ- დევნილთა,ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა ქეთევან ბეწუაშვილმა, კოლეჯის იძულებით გადაადგილებულ დევნილ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებად „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ.
ყველა დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც სწავლობს კოლეჯში, აუნაზღაურდება საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლამდე გადაადგილების ხარჯები. ამისათვის საჭიროა სპეციალური განაცხადის აპლიკაციის ფორმის შევსება.
განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 14 დეკემბერი, ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით 493275306.

 

d1.jpg

d2.jpg

d3.jpg

d4.jpg

d5.jpg

d6.jpg