სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში, სტუმრად იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -ის წარმომადგენლები ბატონები კონსტანტინე კობახიძე - პროექტის მენეჯერი, მამუკა მათიაშვილი - განვითარების პროგრამის კონსულტანტი და შალვა ლაზარიაშვილი - მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი. საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება პროექტი „სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემების მოდერნიზაცია საქართველოში (ფაზა 2)“, რომელიც შვეიცარიის განვითარების ოფისის (SDC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფერმერი მემცენარე“ პროფესიული სტუდენტებისათვის, შეძენილ იქნება სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა.
მადლობა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) კოლეჯის „ფაზისი“ და ზოგადად პროფესიული განათლების მხარდაჭერისათვის საქართველოში.