ინფრასტრუქტურული პროექტები

მიმდინარე ეტაპზე კოლეჯის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომლებსაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს - საინჟინრო და სატრანსპორტო მიმართულების პროფესიულ სტუდენტთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 სასწავლო სახელოსნო შენდება.

 

მალე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების -"ძრავის შემკეთებელი", "სავალი ნაწილის შემკეთებელი" და "შედუღება"

პროფესიული სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის გავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო სახელოსნოებში შეძლებენ.

 

p1.jpg

p2.jpg

p3.jpg

p4.jpg

 

 

მიმდინარე ეტაპზე კოლეჯის ტერიტორიაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "დურგალი" პროფესიულ სტუდენტათთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო სახელოსნო შენდება, რომელსაც გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ებერჰარდ შიოკის" საქველმოქმედო ფონდი ახორციელებს.

https://www.facebook.com/EberhardSchoeckStiftung/

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სახელოსნო შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს, მიიღოს აღნიშნული მიმართულებით პროფესიული სტუდენტები და მისცეს მათ სრულფასოვანი და სრულყოფილი განათლება, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. პროექტის ფარგლებში, გერმანული მხარის მიერ კოლეჯის შესაბამისი მიმართულების მასწავლებელთა გადამზადება განხორციელდება.

 

p5.jpg

p6.jpg

p7.jpg

p8.jpg