პოზიციის დასახელება: მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების მართვის კოორდინატორი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

სამსახურის ადგილმდებარეობა: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“, ხობი, სოფელი ნოჯიხევი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 აგვისტო 2020 წელი

თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი.

განათლება: პროფესიული/ტექნიკური/უმაღლესი

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი.

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს აღწერილობა/ფუნქციები:

Ø ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) ლოჯისტიკურ საქმიანობას;

Ø პასუხისმგებელია კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის შენობა-ნაგებობის და ეზოს) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა/მოვლა/პატრონობაზე;

Ø პასუხისმგებელია კოლეჯის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების გეგმის შემუშავებაზე და სამუშაოების შესრულების კონტროლზე;

Ø მონაწილეობს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინვენტარიზაციის ჩატარებაში;

Ø უზრუნველყოფს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) ინფრასტრუქტურის, არსებული ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების მუშა მდგომარეობაში ყოფნას;

Ø ზრუნავს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე;

Ø ახორციელებს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) მატერიალურ-ტექნიკურ, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონულ უზრუნველყოფას;

Ø უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკური ნაწილის (გათბობა, ენერგომომარაგება, წყალგაყვანილობა) გამართულ მუშაობაზე;

Ø საჭიროებისამებრ ასრულებს კოლეჯის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;

Ø ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

მოთხოვნები:

Ø ორგანიზებულობა;

Ø კომუნიკაბელურობა;

Ø პუნქტუალურობა.

Ø მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

Ø დროის ეფექტური მართვის უნარი;

Ø წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;

Ø დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

Ø საქმისადმი ერთგულება

Ø გუნდური მუშაობის უნარი - პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება

Ø დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა

Ø დისციპლინირებულობა

Ø ანალიზის უნარი

სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

სასურველია ფლობდეს რუსულ/ინგლისურ ენას;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

Ø Microsoft Office Word - კარგი

Ø Microsoft Office PowerPoint -კარგი

Ø Microsoft Office Excel კარგი

Ø ინტერნეტიკარგი

დამატებითი ინფორმაცია:

Ø აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

Ø კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

Ø კონკურსს ჩაატარებს სსიპ კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).

Ø გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

Ø კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა.

კონკურსის ეტაპები

Ø განცხადებების/CV გადარჩევა

Ø გასაუბრება

საკონტაქტო ინფორმაცია:

Ø ტელ: 0493 27 53 05 Ø ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge

თემა - "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.