ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,სკოლამდელი აღზრდა“, პროფესიული კოლეჯი – 20 სტუდენტების მიღებას გეგმავს. მერიის მიერ სტუდენტების ხელშეწყობით, მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ რეალურ გარემოს და გამოსცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პიროვნების პროფესიული პოტენციალის რეალიზება, მისი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა, სამუშაო ძალის უნარების განვითარება, რომელიც სტიმულს აძლევს შრომის ბაზარს. კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მოდულების შესრულება სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათთვის მომავალი პროფესიის რეალურ გარემოში აღქმა.
დოკუმენტს ხელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და კოლეჯის „ფაზისი“ დირექტორმა ნინო ბაკურაძემ მოაწერეს.

 

1.jpg 2.jpg 3.jpg 4.jpg 5.jpg