სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი'', სტუმრად იმყოფებოდნენ სასტუმროს -,,Paragraph Resort & Spa Shekvetili" -წარმომადგენლები.
აღნიშნული სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდის - Autograph Collection-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში.
სტუმრებმა კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო საქმის" პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს და სასტუმროში ამჟამად არსებული ვაკანსიების შესახებ ისაუბრეს. დასაქმების მსურველებმა ადგილზევე შეავსეს ანკეტები სასურველ პოზიციებზე.
კოლეჯის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს.
p1.jpg p2.jpg p3.jpg p4.jpg
p5.jpg p6.jpg p7.jpg