სსიპ კოლეჯი "ფაზისი" ულოცავს პროფესიული განათლების მასწავლებელს რუსუდან პერტაიას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მას!

გაიცანით რუსუდან პერტაია, APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული.
,,ფოთში, პროფესიულ კოლეჯ ,,ფაზისში" დაარსების დღიდან ვმუშაობ და ტანსაცმლის მოდელირებას, კერვას და ქარგვას ვასწავლი.
სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ვარ, დიდი ხანია თავად ვქმნი სამოსს და ჩემი მომხმარებლებიც მყავს.
კერვასთან ერთად მინდოდა ქარგვაც ამეთვისებინა, რადგან მუშაობის პროცესში ვხედავდი, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იყო; თუმცა ქარგვისთვის სათანადო ტექნიკა საკმაოდ ძვირადღირებულია და აქამდე შეძენა ვერ მოვახერხე, ვიდრე საგრანტო კონკურსში არ გავიმარჯვე.
ამ ეტაპზე შემიძლია ჩემი მომხმარებლის გემოვნება დავაკმაყოფილო - შევთავაზო ხარისხიანი ნაწარმი.
ვგეგმავ შევქმნა სამოსი და სარეალიზაციოდ გავიტანო, როგორც რეგიონის, ისე დედაქალაქის ბაზრებზე. ვფიქრობ, მრავალფეროვანი ნაწარმის შეთავაზებით მნიშვნელოვნად გავზრდი გაყიდვების მაჩვენებელს."