სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ „ექსპორტის განვითარების ასოციაციისა“ და „ეიპიემ ტერმინალსის“ წარმომადგენლები.
პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს წარდგინათ საგრანტო პროექტის „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ პრეზენტაცია. პროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება (არაუმეტეს 4000 ლარისა) და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ფოთში 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ფოთის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება წვდომა სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.
პროგრამა ფინანსდება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ
პროგრამას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ექსპორტის განვითარების ასოციაცია
პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების, პრიორიტეტების, მიზნობრიობისა და ზოგადად, გასატარებელი პროცედურების შესახებ.
დასასრულს შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

s1.jpg

s2.jpg

s3.jpg