პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
პირველი მარტიდან, კოლეჯში "ფაზისი" სწავლა არადისტანციურ რეჟიმში განახლდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტებისათვის:
"სამკერვალო საქმე";
"ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება";
"ელექტროობა";
"შედუღება";
"თმის მომსახურება";
ყველა დანარჩენ პროგრამაზე სწავლება აუდიტორიებში განახლდება 15 მარტიდან.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან სასწავლო პროცესი სრულად აღდგება აუდიტორიებში.