სსიპ კოლეჯს "ფაზისი", ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი შაკო სარდალიშვილი სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, კოლეჯის დირექტორთან, ნინო ბაკურაძესთან ერთად კოლეჯის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე, კოლეჯის მიერ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებას (აღნიშნული საშუალებას იძლევა საბაზო (9 კლასი) საფეხურის განათლების მქონე პირმა, კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი და სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძოს უმაღლეს სასწავლებელში), ჩარიცხვის ახალ წესებს და ა.შ. განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხიც.