პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება“
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 20 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: საათობრივი - 15 (თხუთმეტი) ლარი საათში
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. №54
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
 ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
 პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა დისციპლინაზე;
 მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება/შემუშავებაში;
 უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
 ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტს, შეიძინოს მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
-ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტს, პროგრამის დასრულების შემდეგ, შეეძლოს მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების სწორი ორგანიზება და სამუშაოების მაღალ კვალიფიციური შესრულება; დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემების, ტრანსმისიის და შიგა წვის ძრავების კლასიფიცირება.
-უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენებას.
მოთხოვნები:
 სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
 სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
 ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
-წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური და/ან დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სასურველია - აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word კარგი
Microsoft Office Excel კარგი
Microsoft Office Outlook კარგი
Microsoft Office PowerPoint კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია:
 ტელ: 0493 27 53 05
 ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge
თემა - "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
მისამართი: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. № 54
დამატებითი მოთხოვნები:
 საქმისადმი ერთგულება;
 გუნდური მუშაობის უნარი - პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
 დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
 დისციპლინირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსი ცხადდება სსიპ კოლეჯის ,,ფაზისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება“პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციის დასაკავებლად.
 აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
 კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
 კონკურსს ჩაატარებს კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).
 გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
 საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
 დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე.
კონკურსის ეტაპები:
 განცხადებების/CV გადარჩევა
 მოდულის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი
გასაუბრება