პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ,,მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება”
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 19 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: საათობრივი - 15 (თხუთმეტი) ლარი საათში
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. N54
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
-ასწავლოს პროფესიულ სტუდენტს, სატრანსპორტო სფეროში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, მოდერნიზება და შეკეთება.
- მოამზადოს პროფესიული სტუდენტი, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ შეეძლება, ძრავისა და მისი მექანიზმების და აგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა, კვანძებისა და დეტალების ვარგისიანობის დამოუკიდებლად შეფასება, კომპლექტაცია, შეკეთება, აწყობა, გამოცდა. სამუშაო ადგილის ორგანიზაცია უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების გათვალისწინებით.
 ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
 პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა დისციპლინაზე;
 მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება/შემუშავებაში;
 უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
 უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენებას.
მოთხოვნები:
 სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
 სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
 ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
-წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური და/ან დარგში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სასურველია - აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word კარგი
Microsoft Office Excel კარგი
Microsoft Office Outlook კარგი
Microsoft Office PowerPoint კარგი
საკონტაქტო ინფორმაცია:
 ტელ: 0493 27 53 05
 ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge
თემა - "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
მისამართი: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. N 54
დამატებითი მოთხოვნები:
 საქმისადმი ერთგულება;
 გუნდური მუშაობის უნარი - პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
 დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
 დისციპლინირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსი ცხადდება სსიპ კოლეჯის ,,ფაზისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება” პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციის დასაკავებლად.
 აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
 კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
 კონკურსს ჩაატარებს კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).
 გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
 საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
 დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე.
კონკურსის ეტაპები:
 განცხადებების/CV გადარჩევა
 მოდულის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი
 გასაუბრება