პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზაცია“ (პროექტის მეორე ფაზა) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, COVID 19-ის შემდგომი ხელშეწყობის პროგრამებს ახორციელებენ.
ამ აქტივობების ფარგლებში, სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ (ხობი, ნოჯიხევის განყოფილება) აგრარული მიმართულების პროგრამების დანერგვისა და დამატების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
ღონისძიებას ესწრებოდნენ - გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი (მოვალეობის შემსრულებელი) საქართველოში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამის ოფიცერი, გაეროს განვითარების პროგრამა - ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი, კოლეჯების ხელშეწყობის ფონდის პროფესიული განათლების პროექტის კონსულტანტი, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა მოწვეული სტუმრები.
მიმდინარე ეტაპზე, კოლეჯში მიმდინარეობს სწავლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მემცენარე ფერმერი“,
2021 წლის საშემოდგომო მიღებისათვის დაგეგმილია პროგრამების - „აგრომექანიზაცია“ და „მებაღეობა“ დანერგვა და განხორციელება. (მოდულური და ინტეგრირებული)
ინტეგრირებული პროგრამა საშუალებას აძლევს საბაზო (9 კლასი) საფეხურის განათლების მქონე პირს, კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული კვალიფიკაციის მდამადასტურებელი დიპლომი და სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძოს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სასურველი მიმართულებით.
x1.jpg x2.jpg x3.jpg x4.jpg
x5.jpg x6.jpg x8.jpg x9.jpg