პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგ: დაბადების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა და ა.შ.)
2 ფოტოსურათი ზომით 3×4;
უცხოეთში ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების მქონე პირის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, განსაზღვრული დოკუმენტების გარდა წარმოდგენილ უნდა იქნას უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ (დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი (ნოტარიალურად დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო (სრული) ზოგადი განათლების მიღების გარეშე.
გარკვეულ შემთხვევებში: გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა.
გთხოვთ, დროულად – 8 ოქტომბრის 16:00 სთ – მდე წარმოადგინოთ დოკუმენტაცია კოლეჯში.
გისურვებთ წარმატებას