http://phazisi.edu.ge

სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი Fabrication Laboratory (FabLab) – ეს არის სრულიად ინოვაციური სფერო ქართულ რეალობაში. მისი მიზანია კოლეჯში ინოვაციური  იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 

კოლეჯის ფაბლაბი მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.

კოლეჯის ფაბლაბის  მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ამიტომ  სტუდენტებსა სთავაზობს ტრენინგ-კურსებს და ინოვაციურ პროექტებს.

ფაბლაბ “ფაზისი” გთავაზობთ:

  • საერთო სამუშაო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიებით;
  • კოლეჯის გუნდთან  თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრისა და იდეებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტარტაპებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას;
  • პროფესიულ და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპების დამზადებაზე მუშაობის პროცესში;
  • საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებსა და პროექტებს.

აღჭურვილობა:

ფაბლაბი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით:

  • ლაზერული მჭრელი – Epilog Fusion ;
  • პროგრამირებადი ჩარხი;
  • ვაკუუმის ფორმირების დანადგარი;
  • 3D პრინტერი;
  • 3D სკანერი.

3D-პრინტერი:

3D ბეჭდვა არის სამგანზომილებიანი ობიექტის ფენა-ფენა შექმნის მეთოდი კომპიუტერით შექმნილი დიზაინის გამოყენებით. 3D პრინტერები იყენებენ კომპიუტერის დამხმარე დიზაინს (CAD), რათა შექმნან 3D ობიექტები სხვადასხვა მასალისგან, როგორიცაა გამდნარი პლასტმასი ან ფხვნილი.დანადგარი საშუალებას აძლევს ინოვატორებს შექმნან საკუთარი გამოგონებების პირველადი მუშა პროტოტიპები. ფაბლაბში განთავსებული პრინტერი მუშაობს ისეთი პოლიმერული მასალებით, როგორებიცაა ABS და PLA.

CNC რუტერი არის 3D პროგრამირებადი ჩარხი, რომელიც ახორციელებს ჭრასა და ბურღვას კომპიუტერული ციფრული კონტროლის პრინციპით. ჩარხი მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მაღალი სიმკვრივის ქაფზე და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. პროგრამირებადი ჩარხი 4-ღერძიანია და შესაძლებლობას აძლევს ინოვატორებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს შექმნან 2D და 3D პროტოტიპები და დაამზადონ ყალიბები ისეთი სიზუსტით, რომლის ხელით შექმნაც შეუძლებელია ან საჭიროებს გაცილებით მეტ ადამიანურ და დროის რესურსს.

ვაკუუმის ფორმირება არის წარმოების მეთოდი, რომელიც გამოიყენება პლასტმასის მასალის ფორმირებისთვის. ფორმირების პროცესში პლასტმასის ფირფიტა თბება და შემდეგ ხდება ერთი ფორმის გარშემო შეხვევა, შეწოვის მეთოდის გამოყენებით. ვაკუმფორმირების დანადგარი ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ყალიბის დასამზადებლად.

ლაზერული ჭრის დანადგარი შესაძლებლობას გაძლევთ იმუშაოთ ბრტყელ ზედაპირის მასალაზე, აქვს ზედაპირის ჭრისა და გრავირების ფუნქციები. დანადგარით მუშაობა შეგიძლიათ შემდეგ მასალებზე: ხე, ფანერა, ტყავი, ორგანული მინა, პლასტმასი, რეზინი, მუყაო, ქაღალდი.