http://phazisi.edu.ge
აქტივობა „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ მოდულის ფარგლებში.

„კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ მოდულის ფარგლებში, პროფესიული განათლების მასწავლებლის, გივი ღვანიას ხელმძღვანელობით, პროფესიულმა სტუდენტებმა მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

დედაენის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, მათ საკუთარი ხელით შექმნეს საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც ქართულ ენაზე სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

აქტივობის ფარგლებში, სტუდენტები ესტუმრნენ ქალაქ ფოთის ბიბლიოთეკას, სადაც მათ თბილად უმასპინძლა გაერთიანების დირექტორმა, ქალბატონმა ნუნუ ჭელიძემ.

შეხვედრისას განხილულ იქნა ქართული ენის უნიკალურობა, მისი მდიდარი ისტორია და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში. საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში.