“ფოთის ახალგაზრდული იდეა” -ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი წარმატებით განხორციელდა.
პროექტი ეხებოდა ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვთა უფლებების კონვენციას.
პროექტი განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების “სკოლამდელი აღზრდა” და “სამკერვალო წარმოება ” პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
ყველამ ხალისიანად გავატარეთ დღევანდელი დღე!
ჩატარდა უამრავი აქტივობა : ჩვენმა სტუდენტებმა – ნიჭიერმა თოჯინებმა, ბავშვებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, ხატოვნად ესაუბრნენ თავიანთი უფლებების შესახებ.
ბავშვებმა, მათმა დედიკოებმა, ჩვენმა მასწავლებლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა სხვადასხვა სახალისო, საკონკურსო ნომრებში მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენმა ხელმარჯვე სტუდენტებმა ბავშვებს სახე მოუხატეს და ულამაზესი ვარცხნილობები გაუკეთეს. მულტფილმებისა და ზღაპრების გმირებმა პატარები ძალიან გაახალისეს!
კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ, ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის, პროგრამების – “სკოლამდელი აღზრდა” და “სამკერვალო წარმოება” ხელმძღვანელებსა და პროფესიულ სტუდენტებს მადლობის სიგელები გადასცა.
ასევე, სიგელები გადაეცათ ამავე პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს.