http://phazisi.edu.ge
ბილივში პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

🩺 ტრენინგს სსიპ კოლეჯი “ფაზისის” პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი ელისო ინიაშევა უძღვებოდა. მან ბილიველებს პირველადი დახმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. აუხსნა, რა უნდა გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი დახმარების აღმოჩენა მოუწევთ.

გარდა ამისა, ქალბატონმა ელისომ ტრენინგის მონაწილეებს მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მწერებისა და ქვეწარმავლების ნაკბენის აღმოჩენის შემთხევაში.

💉 შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს შეეძლოთ ერთმანეთისაგან გაერჩიათ არტერიული და ვენური სისხლი, ასევე ისწავლეს , როგორ იმოქმედონ სისხლდენისა და სხვადასხვა დაზიანებების დროს.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სწავლებით. ბილიველებს შესაძლებლობა მიეცათ, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, თავადაც ჩაეტარებინათ გულის არაპირდაპირი მასაჟი.

პროექტში მონაწილეობა 20-მდე მოსწავლემ მიიღო.

🙏 აღსანიშნავია, რომ ტრენინგის შემდეგი ეტაპი ზაფხულში ჩატარდება და მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ისწავლონ, როგორ მოიქცნენ გადაუდებელ სიტუაციებში საველე პრობებში ყოფნის დროს.