სსიპ კოლეჯი “ფაზისის” ელექტროობის პროგრამა.
სწავლება მიმდინარეობს კოლეჯის ფოთისა და ხობის ლოკაციებზე, რაც პროგრამისადმი ხელმისაწვდომობას ზრდის.
პროგრამა უფასოა – სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
წარჩინებული სტუდენტები კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ სტიპენდიანტები ხდებიან და ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.
პროგრამა აქცენტს აკეთებს გენდერულ თანასწორობაზე. პროგრამაში მრავალი ქალია ჩართული და ისინი ისეთივე წარმატებით არიან დასაქმებული, როგორც ვაჟები.
პროგრამა მოიცავს მზის ელექტრო სადგურების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სასწავლო კურსს, რომელიც ხორციელდება გერმანელი და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით და ინდუსტრიის ჩართულობით.