http://phazisi.edu.ge

გაცნობებთ, რომ სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში.

განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროგრამის მიხედვით, დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ავტორიზებულ სახელმწიფო ან ავტორიზებულ კერძო პროფესიულ საგანმანათლებო დაწესებულებაში) აუნაზღაურდება საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლამდე და პირიქით გადაადგილების ხარჯი, სასწავლო პროგრამაზე დასწრების მონაცემების გათვალისწინებით, თვეში არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯები. კერძო ტრანსპორტის (ტაქსი) ხარჯი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არის შშმ პირი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემურია ან/და მის მარშრუტზე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დადასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ.

წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განმცხადებლის პირადობის/პასპორტის ასლი;

ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;

2. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც სურს ჩაირიცხოს ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი;

3. შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და სხვა), იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის შშმ პირი და ითხოვს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის ანაზღაურებას.

განცხადების დასაწერად მობრძანდით ქ.ფოთი, კონსტიტუციის 54, II სართული , ოთახი 206/ ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ.ნოჯიხევი.