ეკო კლუბი „ფაზისის მწვანე აკადემია“ გიწვევს.
გიყვარს ბუნება? გინდა, რომ შეიტანო შენი წვლილი გარემოს დაცვაში და მიიღო უნიკალური გამოცდილება? მაშინ შენთვის შესაფერისი შესაძლებლობაა.
რას გთავაზობთ?
მონაწილეობას გადამფრენი ფრინველების მონიტორინგში.
პრაქტიკულ მუშაობას წყლის ეკოსისტემების კვლევასა და დაცვაში.
საველე გასვლებს კოლხეთის ეროვნულ პარკში.
საინტერესო სემინარებს, ტრენინგებსა და ფოტოგრაფიის მასტერკლასებს.
მეგობრულ გარემოს, გუნდურ მუშაობას და დაუვიწყარ გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
პროფესიული სტუდენტებსა და კოლეჯის თანამშრომლებს.
სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს (16 წლიდან).
ყველას, ვისაც უყვარს ბუნება და სურს მოხალისედ ჩართვა.
აქტიური წევრობის ვადა: 1 წელი.
მონაწილეები მიიღებენ უნიკალური გამოცდილებას.
როგორ შემოგვიერთდე?
მოიწონე და გამოიწერე ჩვენი გვერდი.
გადააზიარე პოსტი.
10 მარტამდე გაიარე რეგისტრაცია აქ https://docs.google.com/…/1FAIpQLSfOAZ…/viewform…
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი 577641242; 577641243
შენ შეგიძლია შეცვალო მომავალი.
გელოდები ეკო კლუბში.