გერმანელი პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard-Schöck-Stiftung – მოწვევით, მორიგი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის „ხის მხატვრული დამუშავება” ფარგლებში, სტაჟირებაზე, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, იმყოფებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები ირაკლი ბაღათურია, ლაშა შამათავა და ამავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები.
ვიზიტის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და მათი გამოყენება პრაქტიკული საქმიანობის პროცესში.
ვიზიტი სრულად დაფინანსდა გერმანული მხარის მიერ.