http://phazisi.edu.ge
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტები შეუერთდნენ ქალაქში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას და განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე.

კოლეჯში შეკერილი თოჯინების ფორმებით პატარებს ბუშტები დაურიგეს, გაუზიარეს ღიმილი, პოზიტიური ემოციები და კიდევ უფრო გაალამაზეს მათი დღესასწაული.

გვიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას იძენენ, არამედ სიყვარულით, მზრუნველობითა და პასუხისმგებლობით ზრუნავენ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე.

ბავშვებს ვუსურვებთ ბედნიერ, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე ბავშვობას!