http://phazisi.edu.ge
გილოცავთ ქართული ენის დღეს!

,,ფაზისელები” აქტიურად გამოეხმაურნენ ქართული ენის კვირეულს.

🟡 რამდენიმე ინტეგრირებული ჯგუფი გაერთიანდა (მოდული – კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მასწავლებელი მაკა ვაშაკიძე) და კოლეჯის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე “ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ მხოლოდ ქართულად!”

🟢 წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, კიდევ ერთხელ სათუთად მოეფერნენ ჩვენს უნიკალურ ქართულ ანბანს, ააგეს ანბანის კედელი, წარმოადგინეს პოსტერები, საინტერესო აქტივობა, სადაც დაგმეს ბარბარიზმები და მასპინძლები სტუმრებთან ერთად შეთანხმდნენ: “ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ, მხოლოდ ქართულად!”