საქართველოში გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. გიორგობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს,
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი III საუკუნეში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც კი მიიპყრო. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა, რის გამოც სასტიკად აწამეს.
წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეული მის მიერ გველეშაპის განგმირვაა, რაც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.
გვფარავდეს წმინდა გიორგის მადლი!