დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს კოლეჯში პროფესიული განათლების მასწავლებელმა ბატონმა გივი ღვანიამ წარადგინა შთამბეჭდავი პრეზენტაცია თემაზე „ქართული ენის ქარტეხილები“.
ბატონმა გივიმ ისაუბრა ქართული ენის ისტორიაზე ფესვებიდან დღემდე, ჩვენი ენის უნიკალურ წარმოშობაზე, სამეცნიერო თეორიებზე, რომლებიც ადასტურებს მის განსაკუთრებულობას, და იმ გზაზე, რაც ქართულმა ენამ მრავალძალოვან ისტორიულ წნეხსა და შემოსევებში ღირსეულად გაიარა.
პრეზენტაციის დასასრულს კი ყურადღება გამახვილდა დღევანდელ გამოწვევებზე – როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას თანამედროვე სამყაროში.


