დღეს კოლეჯში, კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განხილული იყო შემდეგი საკითხები:
ახალი პროფესიული სტანდარტები და კოლეჯში მიმდინარე პროცესები.
შეხვედრის ბოლოს დირექტორმა ნინო ბაკურაძემ დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, სსიპ კოლეჯის ,,ფაზისი’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” პროფესიული განათლების მასწავლებელებს: მირანდა სვანაძეს, ნონა კომახიძესა და ნინო ხუბულავას საპატიო სიგელები გადასცა.
მადლობა მათ გაწეული შრომისთვის!