http://phazisi.edu.ge
დღეს ბათუმში მასშტაბური ღია კარის დღე გაიმართა,რომელშიც ჩვენც ჩავერთეთ და მივიღეთ მონაწილეობა.

დღეს ბათუმში მასშტაბური ღია კარის დღე გაიმართა,რომელშიც ჩვენც ჩავერთეთ და მივიღეთ მონაწილეობა.

ჩვენს სტენდთან მოსულ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეგოთ ყველაფერი პრაქტიკულ, თანამედროვე და კარიერაზე ორიენტირებულ პროგრამებზე

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვინიკაძე,ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს საგანმანათლებლო სივრცეები და წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია

გვიხარია, რომ ვართ იმ სივრცის ნაწილი, სადაც ახალგაზრდები საკუთარი კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამენ.