http://phazisi.edu.ge
დღეს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა Senior Experten Service – SES წარმომადგენელი ქალბატონი ჯულიანა შულერი.

დღეს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა Senior Experten Service – SES წარმომადგენელი ქალბატონი ჯულიანა შულერი.

სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ,ასევე გაეცნენ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის

პერსპექტივები და საერთო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

Senior Experten Service – SES არის გერმანიის ეკონომიკური ფონდი , რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში. ისინი ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს განვითარებად და ახლად ინდუსტრიულ ქვეყნებში. მათი საქმიანობის მიზანია სპეციალისტების და ხელმძღვანელების პროფესიული მომზადება, პროდუქციის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ტექნიკური, ორგანიზაციული თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა.