აღნიშნულ კურსს გაივლიან, საქართველოს სხვადასხვა კოლეჯებიდან მოწვეული, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ მიმართულების, პროფესიული განათლების მასწავლებლები და მსმენელები.
კურსის შედეგად მსმენელები შეიძენენ სათანადო კომპეტენციას, მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრული სისტემებისა და მისი შემადგენელი დანადგარების/მოწყობილობების მუშაობის პრინციპების, მოსამზადებელი/სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სფეროში.
პროექტის მიზანია საქართველოს სანაპირო რეგიონში მზის ენერგიის სისტემებზე წვდომის გაუმჯობესება, ის ხორციელდება Eberhard-Schöck-Stiftung, EuroSolar Georgia-ს და UNDP-ის მხარდაჭერისა და პარტნიორობის ფარგლებში.