![]()
დღეს კოლეჯში “ფაზისი” ღია კარის დღე მოეწყო. ![]()
ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, გაცნობოდა კოლეჯში განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, ჩართულიყო სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკულ სახალისო აქტივობებში და გაეკეთებინა თავისი არჩევანი![]()
![]()
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამის – “შინმოვლა- ექთანი” წარმატებულ კურსდამთავრებულებს, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ![]()
![]()
![]()
მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელ პირებს – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის ქალთა საბჭოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ჩვენს საიმედო პარტნიორებს – დამსაქმებლებს, რომლებიც დღეს კოლეჯის სტუმრები იყვნენ.





