ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში გაცნობოდა კოლეჯში განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, ჩართულიყო სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკულ სახალისო აქტივობებში და გაეკეთებინა თავისი არჩევანი.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამის – “ძიძა-ბავშის მოვლა” წარმატებულ კურსდამთავრებულებს, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და პროფესიულ სტუდენტებს,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღია კარის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მზადების პროცესში.