http://phazisi.edu.ge
დღეს ჩვენს კოლეჯში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს , ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატს გიორგი ხახუბიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას ვუმასპინძლეთ.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გაეცნო სასწავლო პროცესს, დაათვალიერა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს ბატონმა გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ინიციატივები განიხილა და კოლეჯების თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო პროფესიული განათლების განვითარების, თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.