გერმანელი პარტნიორის – გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაციის “ებერჰარდ შოკის საქველმოქმედო ფონდის ” წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი კოლეჯში .
საქართველო, კერძოდ ჩვენი ქალაქი ფოთი და სსიპ კოლეჯის “ფაზისი” საქმიანობა პირველად აისახა ფონდის 2020 წლის ანგარიშში და შესაბამისი ადგილი დაიკავა ყოველწლიურ გამოცემაში.
პროფესიულ სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო და ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნო აშენდა, რომელიც გერმანიის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან “ებერჰარდ შოკი” https://www.facebook.com/EberhardSchoeckStiftung/ დადებული შეთანხმების ფარგლებში გერმანული მხარის მიერ განხორციელდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სახელოსნო შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს, მიიღოს აღნიშნული მიმართულებებით პროფესიული სტუდენტები და მისცეს მათ სრულფასოვანი და სრულყოფილი განათლება, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში.
ამჟამად, 22 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს აპლიკანტთა რეგისტრაცია აღნიშნული მიმართულებით.