„ევროპის დღები 2022″ ის ფარგლებში, სსიპ კოლეჯის “ფაზისი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რაც საქართველოს მოაქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას მოაქვს.
მომხსენებელმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ახორციელებს.
ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.