http://phazisi.edu.ge
ვაკანსია – პოზიციის დასახელება : სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი.

პოზიციის დასახელება : სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი

დაწესებულება : სსიპ კოლეჯი „ფაზისი“

განცხადების მიღების ბოლო ვადა : 26 მაისი

სამუშაო დრო : სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა : 3 თვე

🔵 მოვალეობები :

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა სასწავლო და ფუნქციურ აქტივობებში სრულფასოვნად ჩასართავად;

– სტუდენტის გადაადგილებასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებაში დახმარება, როგორც კოლეჯის სივრცეში, ასევე პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაში;

– ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა — სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით;

– კოლეჯის ადმინისტრაციის მხრიდან განსაზღვრული ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა და სტუდენტის მხარდაჭერისთვის აუცილებელი აქტივობების შესრულება;

– მულტიდისციპლინური გუნდური მუშაობის მხარდაჭერა თანამშრომლობა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან და მშობლებთან/მეურვეებთან ეთიკური და პროფესიული პრინციპების დაცვით.

🔵 საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

– სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი : უმაღლესი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, პროფესიული განათლება;

– საბაზისო ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების თავისებურებების შესახებ; ასისტირების ეფექტური სტრატეგიებისა და ქცევის მართვის ძირითადი პრინციპების ფლობა ; კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები მრავალპროფილიან გუნდში მუშაობისთვის.

📌 ეტაპები :

– განცხადებების/CV გადარჩევა

– გასაუბრება

📌 დამატებითი ინფორმაცია :

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

🔴 დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

📩 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: college@phazisi.edu.ge ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.

☎️ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : 577 64 12 43