პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მოდული : მეცნიერება და ტექნოლოგიები (გეოგრაფია)
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი „ფაზისი“
განხორციელების ადგილი: ფოთი, კონსტიტუციის ქ. №54
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 სექტემბერი 2026 წელი
ფუნქციები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
- მოდულის სწავლება პროფესიული სტანდარტებისა და სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
- სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.
- საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების, ინტერაქტიული მეთოდებისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.
- სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.
- დარგობრივი სასწავლო ლიტერატურის, გეოგრაფიული რუკების, ატლასებისა და პრაქტიკული/საილუსტრაციო მასალების შერჩევა/განახლება.
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება გეოგრაფიის მიმართულებით (ბაკალავრი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
- ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი.
- მაღალი ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
- სასურველია: პროფესიულ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური/ტრენერად მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამები და ტექნოლოგიები:
- საოფისე პროგრამები (MS Office: Word, PowerPoint, Excel)
- ინტერაქტიული და პრეზენტაციული ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში
- ელექტრონულ საგანმანათლებლო/სასწავლო პლატფორმებთან მუშაობის უნარი
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების/CV გადარჩევა
- გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია:
- აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და დარგობრივ სემინარებში მონაწილეობის მიღება.
- დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც (CV) შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე და შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: college@phazisi.edu.ge
- ელ-ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „პროფესიული განათლების მასწავლებელი – გეოგრაფია“.


