პოზიციის დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
ლოკაცია : ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოჯიხევი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 09 მარტი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ფუნქციები:
- მონაწილეობს კოლეჯში თეორიული და პრაქტიკული სწავლების ხარისხის ამაღლების პროცესში;
- სასწავლო პროცესის მენეჯერთან ერთად განახორციელოს სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს გასაუმჯობესებელი მექანიზმები;
- ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას;
- უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების, პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას და ანალიზს;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით;
- ამოწმებს საათობრივი ბადის სასწავლო გეგმასთან შესაბამისობას;
- მონაწილეობს სასწავლო პროცესისა და სასწავლო დოკუმენტაციის ვერიფიკაციის პროცესში;
- მონაწილეობს დაწესებულების ხარისხის გაუმჯობესების გეგმების შემუშავებაში;
- პასუხისმგებელია და აწესრიგებს საგანმანათლებლო დოკუმენტაციას პროგრამული აკრედიტაციისა და ავტორიზაციისათვის;
- საჭიროებისამებრ კოლეჯის დირექტორის ცალკეულ დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური
სასურველია : ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერული საოფისე პროგრამების : Word,Excell
დამატებითი მახასიათებლები:
- საქმისადმი ერთგულება
- გუნდური მუშაობის უნარი – პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება
- დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა
- პუნქტუალურობა
- დისციპლინირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დავებისა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების/მართვის უნარი.
პროფესიული საქმიანობის მიმართულების და მიზნების, ფუნქციებისა და ამოცანების ცოდნა.
ეტაპები :
– განცხადებების/CV გადარჩევა
– გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია :
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.collegephazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge. ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ში ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.