http://phazisi.edu.ge

პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი

მოდულები: ,,ინტერპერსონალური კომუნიკაცია“, ,,სამოქალაქო განათლება“, პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები“.

კონკურსის ტიპი: ღია

დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“

განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოჯიხევი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 ნოემბერი

თანამდებობრივი სარგო: საათობრივი – 15 (თხუთმეტი) ლარი საათში

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ფუნქციები:

-სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი მოდულებისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;

-პროფესიული სტუდენტების სწავლება პროფესიული სტანდარტის და დამტკიცებული პროგრამების, მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

-სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.

-საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.

-სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.

-სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.

-სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

-პროფესიული სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;

ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;

-წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით

განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური

სასურველია – აღნიშნული მიმართულებით სწავლების დარგში მუშაობის გამოცდილება

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე

Microsoft Office Word კარგი

Microsoft Office Excel კარგი

Microsoft Office Outlook კარგი

Microsoft Office PowerPoint კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 0493 27 53 05

ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge

თემა – “Subject”ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

მისამართი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოჯიხევი

დამატებითი მოთხოვნები:

საქმისადმი ერთგულება;

გუნდური მუშაობის უნარი – პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;

დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;

დისციპლინირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსი ცხადდება სსიპ კოლეჯის ,,ფაზისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულებზე: ,,ინტერპერსონალური კომუნიკაცია“, ,,სამოქალაქო განათლება“, პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები“ პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციის დასაკავებლად.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

კონკურსს ჩაატარებს კოლეჯის “ფაზისი” ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).

გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიურის შესახებ, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

კოლეჯში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

განცხადებების/CV გადარჩევა

მოდულის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი

გასაუბრება