პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მოდული : ელექტრული ტექნოლოგია;ელექტრული მანქანების თვისებები და გამოყენება.
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნოჯიხევი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ფუნქციები:
– სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამტკიცებული პროფესიული მომზადების პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
– მსმენელების სწავლება მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
– სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.
– საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.
– სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.
– სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.
– სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური
პრაქტიკული გამოცდილება სფეროს მიმართულებით – არანაკლებ 3 წელი
– სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
– სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
– ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
– აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
– ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
– ანალიტიკური აზროვნების უნარი;
– სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
– წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით.
სასურველია – აღნიშნული მიმართულებით სწავლების დარგში მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
-Microsoft Office Word
– Microsoft Office Excel
-Microsoft Office Outlook
-Microsoft Office PowerPoint
ეტაპები :
– განაცხადების/CV გადარჩევა
– გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია :
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი
დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.collegephazisi@yahoo.com ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.