პოზიციის დასახელება: მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების მართვის კოორდინატორი
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოჯიხევი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 09 მარტი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
– ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) ლოჯისტიკურ საქმიანობას;
– პასუხისმგებელია კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის შენობა-ნაგებობის და ეზოს) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა/მოვლა/პატრონობაზე;
– პასუხისმგებელია კოლეჯის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების გეგმის შემუშავებაზე და სამუშაოების შესრულების კონტროლზე;
– მონაწილეობს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინვენტარიზაციის ჩატარებაში;
– უზრუნველყოფს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) ინფრასტრუქტურის, არსებული ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების მუშა მდგომარეობაში ყოფნას;
– ზრუნავს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე;
– ახორციელებს კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) მატერიალურ-ტექნიკურ, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონულ უზრუნველყოფას;
– უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია კოლეჯის (ხობი, სოფელი ნოჯიხევი) სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკური ნაწილის (გათბობა, ენერგომომარაგება, წყალგაყვანილობა) გამართულ მუშაობაზე;
მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური/სრული ზოგადი
სასურველია : ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
კომპიუტერული საოფისე პროგრამების : Word, Excel
უპირატესობა მიენიჭება პრაქტიკული (სახელობო) სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს.
დამატებითი მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი – პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა,
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
- დავებისა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების/მართვის უნარი.
ეტაპები :
– განცხადებების/CV გადარჩევა
– გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია :
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.collegephazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge. ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ში ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.