http://phazisi.edu.ge
ვაკანსია – პროფესიული განათლების მასწავლებელი – ტვირთების ექსპედირება.

პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ტვირთების ექსპედირება

კონკურსის ტიპი: ღია

დაწესებულება: სსიპ კოლეჯი „ფაზისი“

განხორციელების ადგილი: ფოთი, კონსტიტუციის ქ. №54

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 სექტემბერი, 2026 წელი.

ფუნქციები:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
  • პროფესიული სტუდენტების სწავლება ტვირთების ექსპედირებისა და საერთაშორისო გადაზიდვების სტანდარტების,  პროგრამებისა და მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
  • სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.
  • საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდებისა და ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.
  • სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.
  • დარგობრივი სასწავლო ლიტერატურის, საერთაშორისო კონვენციებისა და პრაქტიკული ქეისების შერჩევა/განახლება.
  • სწავლების პროცესში თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე საექსპედიტორო/ლოჯისტიკური პროგრამების გამოყენება.

მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი / პროფესიული განათლება (ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო გადაზიდვების, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ან მომენჯნავე სფეროში.) / ან რაქტიკული გამოცდილება: ტვირთების ექსპედირებისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში – არანაკლებ 3 წელი.
  • სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი.
  • მაღალი ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • საქმიანობის წარმართვა შრომის უსაფრთხოების, საერთაშორისო სატრანსპორტო სამართლისა და გარემოსდაცვითი წესების გათვალისწინებით.
  • სასურველია: პედაგოგიური /ტრენერად მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

კომპიუტერული პროგრამები და ტექნოლოგიები:

  • საოფისე პროგრამები (MS Office, განსაკუთრებით MS Excel)
  • საექსპედიტორო და სატრანსპორტო მენეჯმენტის სისტემები                                                                                                                                       
  • საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციასთან მუშაობა
  • ელექტრონულ საბაჟო და პორტის მართვის სისტემებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების/CV გადარჩევა
  • გასაუბრება

დამატებითი ინფორმაცია:

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ ტრენინგებსა და დარგობრივ სემინარებში მონაწილეობის მიღება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც (CV) შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე და შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: college@phazisi.edu.ge

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „პროფესიული განათლების მასწავლებელი – ტვირთების ექსპედირება“.