პოზიციის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მოდული: მეცნიერება და ტექნოლოგიები – ქიმია
კონკურსის ტიპი: ღია
დაწესებულება: სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“
განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოჯიხევი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი
თანამდებობრივი სარგო: საათობრივი – 15 (თხუთმეტი) ლარი საათში
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
-სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
– პროფესიული სტუდენტების სწავლება პროფესიული სტანდარტის და დამტკიცებული პროგრამების, მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
– სწავლებისათვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და ეფექტური გარემოს/ურთიერთობების უზრუნველყოფა და ჩამოყალიბება.
– საჭიროების მიხედვით სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და მეთოდების, ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება.
– სასწავლო პროცესში დროისა და სხვა რესურსების სწორი განაწილება.
– სასწავლო ლიტერატურის შერჩევა და ზრუნვა სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.
– სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი; პროფესიულ/ტექნიკური
– სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
– ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
– აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
– ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
– ანალიტიკური აზროვნების უნარი;
– სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
– წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
– Microsoft Office Word
– Microsoft Office Excel
– Microsoft Office Outlook
– Microsoft Office PowerPoint
სასურველია – აღნიშნული მიმართულებით სწავლების დარგში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 0493 27 53 05
ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge
თემა – “Subject”ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიურის შესახებ, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
კოლეჯში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ეტაპები:
-განცხადებების/CV გადარჩევა
-გასაუბრება/მოდულის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი