პოზიციის დასახელება : სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი
დაწესებულება : კოლეჯი „ფაზისი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა : 17 იანვარი
თანამდებობრივი სარგო : 650 ლარი
გამოსაცდელი ვადა : 3 თვე
მოვალეობები :
– პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა კოლეჯში განათლების მიღების დროს/ან საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისას;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და
პრაქტიკის მიმღები ორგანიზაციის ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სტუდენტის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– სამუშაო და სასწავლო მასალის ადაპტირება სტუდენტის სასწავლო და თავის მოვლის აქტივობებში დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხის გაზრდის მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციაში დამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან ერთად;
– შეზღუდული შესაძლებლობის ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა (დახმარება) სასწავლო და პრაქტიკის პროცესთან დაკავშირებული აქტივობების და ყოველდღიური აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, კომუნიკაცია და ა.შ.) განხორციელების პროცესში;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის და სტუდენტის დამოუკიდებელი
ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული (დავალებული) აქტივობების განხორციელება;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით (პროფესიული განათლების მასწავლებელთან და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
– სასურველი პროფესია : სპეც.მასწავლებელი,ოკუპაციური თერაპევტი,სოც.მუშაკი
– სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი : ბაკალავრი/მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების, რეაბილიტაციის ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში. განხილული იქნება ასევე,საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის დოკუმენტაციაც. (ამ შემთხვევაში სავალდებულოა წარადგინოთ უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, რომ სწავლობთ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე).
– ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ. ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:
– აქვს გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;
– აქვს გავლილი ტრენინგ-კურსები ინკლიუზიური განათლების საკითხებზე(შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
– აქვს განათლების სისტემაში(სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება/პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულება/სკოლა) მუშაობის გამოცდილება;
ეტაპები :
– განცხადებების/CV გადარჩევა
– გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია :
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
დავუკავშირდებით კანდიდატს, რომლის განაცხადიც (CV), შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე და სხვა წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge. ელ-ფოსტის სათაურის თემა – “Subject”ში ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.