დღეს, ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” სტუდენტებმა პროფესიული განათლების მასწავლებლის, მირანდა სვანაძის ხელმძღვანელობით, წარმოგვიდგინეს საინტერესო პრეზენტაცია თამაშის მნიშვნელობის შესახებ ბავშვთა განვითარების პროცესში.
სტუდენტებმა გვაჩვენეს, როგორ შეიძლება თამაშის სხვადასხვა ტექნოლოგია გამოყენებულ იქნას სკოლამდელი ასაკის ბავშვების კოგნიტიური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარების მხარდასაჭერად.


