სსიპ კოლეჯში “ფაზისი” 2023 წლის მიღებებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დახვედრის ღონისძიება გაიმართა ორივე ლოკაციაზე.
პროფესიულ სტუდენტებსა და სტუმრებს , სიტყვით მიმართეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ, მერის მოადგილე ლექსო თოდუამ , თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის I საჯარო სკოლის დირექტორმა ბაქარ ერაგიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს ახალბედებს და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე სტუდენტებს მიეძღვნათ კოლეჯის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შესრულებული მისალოცი მუსიკალური ნომერი.